“გენერალი რომ ვიყო… ხვალ დილით ფორმით გამოვიდოდი! მშვიდად ვიტყოდი მძიმე სიტყვას!..
ელჩი რომ ვიყო, ხვალ დილით გამოვიდოდი! დიპლომატიურადაც არ ვიტყოდი ჩემს სიტყვას!..
დეპუტატი რომ ვიყო, დაღუპული ბიჭების ოჯახებს ჩამოვუვლიდი! მკვეთრად ვიტყოდი – გიბოდიშებთ! ყველაფერზე გიბოდიშებთ!
მინისტრი რომ ვიყო, თუნდაც სოფლის მეურნეობისა, მით უფრო – თავდაცვისა! გმირთა მემორიალზე მივიდოდი! უხმოდ!..
ყოფილი მინისტრი რომ ვიყო, თავდაცვისა! შევკრებდი თითქმის ყველა ყოფილ მინისტრს! მათთან ერთად წავიდოდი და მოვითხოვდი პრემიერთან შეხვედრას! მაგიდას ავუყირავებდი ეგრევე!
პროკურორი რომ ვიყო! ბრალს წავუყენებდი!
შს მინისტრი რომ ვიყო, ხელბორკილს მე დავადებდი!
მოსამართლე რომ ვიყო, განაჩენს ეგრევე გამოვიტანდი!
ქართველი ხალხი რომ ვიყო, მე… მხოლოდ მე! 2.700.000 ხმა რომ მქონდეს! მას ერთ ხმასაც არ მივცემდი!
მკვდარი რომ ვიყო, საფლავში ამოვტრიალდებოდი! რაც მოხდა კიდეც!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”