„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ანტვერპენში ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა

2 დეკემბერს ანტვერპენში, ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა. ვერიკო ჭუმბურიძემ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი შეასრულა.
როგორც ცნობილია, „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
აღსანიშნავია, რომ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი