ს ჯარები განაგრძობენ დონეცკის ოლქში იერიშს

რუსეთის ჯარები განაგრძობენ აღმოსავლეთ ში, დონეცკის ოლქში იერიშს.
14 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს 130-ზე მეტი შეტაკების შესახებ. მათი უმრავლესობა მოხდა დონეცკის ოლქის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკის ან კურახოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კილომეტრზე, სადაც დიდი ელექტროსადგური მდებარეობს.
14 სექტემბერს ს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხელში ჩაიგდო სოფელი ჟელანნოე პერვოე, რომელიც კურახოვოდან 20 კილომეტრზე მდებარეობს.
რუსეთი ასევე განაგრძობდა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების განხორციელებას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის პრეზიდენტმა მ 14 სექტემბერს თქვა, რომ ჩამოგდებულია 70-ზე მეტი დრონი.
14 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ 103 უკრაინელი სამხედრო ტყვე გაცვალა ამდენივე რუს სამხედროზე, რომლებიც უკრაინის ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
ეს ტყვეების მესამე ამგვარი გაცვლაა მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ აგვისტოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის