რუმინეთში ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.
წყალდიდობამ ქვეყნის რვა ოლქში ათასობით სახლი დააზიანა.
დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი.
გარემოს დაცვის სამინისტროს წყალმომარაგების სააგენტოს ცნობით, სტიქიური უბედურება გასული 24 საათის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია. სინოპტიკოსები უხვ ნალექებს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთშიც პროგნოზირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი