„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამგორის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, სადაც პირველი პუნქტს „კი ევროპას“ წარმოადგენს:
“კეთილდღეობა ევროკავშირში, რომელიც ჩვენ მოგვაქვს და ვუხსნით ხალხს, პასპორტს ვურიგებთ, სადაც არის მთელი ჩვენი პროგრამა და პირველი არის – კი ევროპას. 14 მილიარდი მოგვაქვს ევროკავშირისგან და „ოცნება“ ამას ბლოკავს. აი, ამაზე ვესაუბრებით ხალხს.
საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, ყველა მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი, 14 მილიარდი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ფასების დაწევას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, სოფლის განვითარებას, რეგიონალურ და დიდ ურბანულ პროექტებს, 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ და ამას ბლოკავს „ქართული ოცნება“. მგონი, ძალიან ნათელია არჩევანი – ევროკავშირი და კეთილდღეობა თუ სიღატაკე და იზოლაცია”, – განაცხადა ვაშაძემ