„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო – რადიკალები 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო – რადიკალები 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო – რადიკალები 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო. მათ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკუთარ თავს „ევროპაში კეთილდღეობასთან“ აიგივებენ, ხოლო „ქართულ ოცნებას“, რომლის ხელისუფლების დროსაც მოხდა ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი, ასოცირებას უკეთებენ „იზოლაციაში სიღატაკესთან“.
7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები „სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრებისა და მისი წარმომადგენლის, ნიკო მანაგაძის მიერ, რომელიც ამავდროულად კამპანია „აირჩიე ევროპის“ მონაწილეც არის, რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერების გაკვრის თაობაზე, რომლებზეც ქართული ოცნების არჩევა გაიგივებულია „საქართველოს ზაციასთან“.
8 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯანო ჟვანიამ ქართული ოცნების ბანერებზე არსებული წარწერების ტექსტი შეცვლა და გააყალბა და შემდეგ გაყალბებული ინფორმაციის მატარებელი ვიდეო მონტაჟი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ამსახველ ფაქტებს, 5 სექტემბრიდან დღემდე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით დაფიქსირდა არაერთი ფაქტი. კერძოდ:
· ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც მკაფიოდ ჩანს, სამგორში, აეროპორტის დასახლებაში როგორ ხევენ და ანადგურებენ კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მმართველი გუნდის გაკრულ პლაკატებს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საბურთალოზე მოახდინეს ქართული ოცნების პლაკატების გადაკვრა ნაციონალური მოძრაობის პლაკატებით.
· სამგორში, აეროპორტის დასახლებაში, აგრეთვე ვარკეთილის მე-3 მასივში, ნაძალადევში ცოტნე დადიანის ქუჩაზე და დიდუბეში 147-ე სკოლისა და მეტრო „წერეთლის გამზირის“ მიმდებარედ დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს ქართული ოცნების პლაკატები.
ტელეკომპანია „მთავარის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. კერძოდ, ტელეკომპანიამ ეთერში არ გაუშვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა, რაზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო აქტიურ სახეს იღებს,
„საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა. აღნიშნულის ერთ-ერთი დასტურია კოალიციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაც. ამ კოალიციის ინიციატივით 8 სექტემბერს დედაენის ბაღში გაიმართა 2024 წლის საპარლამენტო სთვის სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ პრეზენტაცია. კოალიციის შემადგენლობაშია 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში პირდაპირ და აქტიურად არიან ჩართული. კოალიციაში გაერთიანებულია აგრეთვე „სოროსის ფონდიც“. ამ ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის არაერთი მაგალითი სრულებით საკმარისია იმის არგუმენტად, რომ კოალიციის მთავარი მიზანია საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კოალიციის Facebook გვერდზე განთავსებული ვიდეოები წარწერით, „რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო“ და 8 სექტემბრის პრეზენტაციისთვის გამოყენებული მასალა, რომლის შინაარსიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ამ პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი. კერძოდ, მედია სივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მ, წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ აგრეთვე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაზე და მასში ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზე.
15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ფუნქციონირება დაიწყო უწყებათაშორისმა კომისიამ. დღეის ჩათვლით ჩატარდა კომისიის 5 სხდომა, რასაც მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.