„დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ და „ილია თანამედროვე პოეზიაში“

„დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ და „ილია თანამედროვე პოეზიაში“
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმდო ფონდისა “ და საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ინიციატივა „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს მეთერთმეტედ განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში შედგა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ – გადაცემის ცერემონია. აღნიშნული ჯილდო, წინა წლებში მინიჭებული აქვთ – კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მწერალ როსტომ ჩხეიძეს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“, ილიკო და ნინო სუხიშვილებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, მეცნიერ ზურაბ კიკნაძეს და ნახევრად ოკუპირებული სოფელ ხურვალეთის ნებაყოფილობით მეციხოვნედ ქცეულ ეთერ ვანიშვილს. წელს კი „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ დაჯილდოვდა ზემო ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა, საოკუპაციო საზღვრისპირა მხარეში ახალგაზრდობის ადგილზე დამაგრების, რეგიონში საგანმანათლებლო საქმის და ხელოვნების განვითარების, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების და ცხინვალის რეგიონთან კულტურათაშორისი დიალოგის საქმეში გამორჩეული საქმიანობისათვის.
გუშინდელი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ცენტრალური აქტივობა იყო ლიტერატურული კონკურსი „ილია თანამედროვე პოეზიაში“ – თბილისის ცის ქვეშ – დაჯილდოების ცერემონია, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე, ილიას და აკაკის ძეგლის წინ გაიმართა, რომლის მხარდამჭერი იყო ქალაქ თბილისის მერია. ორგანიზატორების თაოსნობით წელს, 4 ივლისს გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის შესახებ ახალი პოეტური ნაწარმოებების შექმნას ითვალისწინებდა. კონკურსის მიზანი იყო: – ილიას ფენომენის/არსისა და იდეის აქტუალიზაცია სალიტერატურო და საჯარო სივრცეში; – ილია ჭავჭავაძის პერსონის და მოღვაწეობის გააზრება და გადააზრება პოლიტკონიუნქტურის გარეშე, თანამედროვე კონტექსტში, ერთიანი ეროვნული და ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე; – ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნა და პოპულარიზაცია.
კონკურსის „ილია თანამედროვე პოეზიაში“ გამარჯვებულები, ილიაზე საუკეთესო ლექსების შექმნისთვის გახდნენ: პოეტები ია ხასაია, ჯემალ ინჯია და გია ხოფერია, რომელთაც კონკურსის ოფიციალური დიპლომი, 1000 ლარიანი პრემია და კონკურსის პარტნიორების „თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა“ და მეღვინეობა „შუმის“ საჩუქრები გადაეცათ. ჟიურის სპეციალური დიპლომით და 500 ლარიანი პრემიით ილიას პოეტური ტრადიციის გაგრძელებისათვის, საკონკურსოდ წარმოდგენილი ლექსისთვის დაჯილდოვდა პოეტი ბათუ დანელია. საკონკურსო თემის ორიგინალური გააზრებისთვის კი, ჟიურის გადაწყვეტილებით სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ დავით შემოქმედელსა და გაგა გოგსაძეს.
კონკურსის გამარჯვებულები შეარჩია კულტურის და ლიტერატურის სფეროს, ხუთი წევისგან შემდგარმა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლექსთმცოდნე და ფილოლოგი თამარელა წოწორია, მწერალი და ესსეისტი როსტომ ჩხეიძე, მწერალი და პოეტი , რეჟისორი და დრამატურგი გიორგი სავანელი, ფილოსოფოსი, თეოლოგი და კულტუროლოგი .