„საარჩევნო კამპანია ოპოზიციის მხრიდან არ მიმდინარეობს, ჩადიან, „სელფებს“ გადაიღებენ, „ფეისბუქზე“ დადებენ, აი, ამ დონეზეა…“ – ხუხაშვილი

პოლიტოლოგ ს შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციამ მეტად იაქტიუროს, პრეზიდენტს საყვედურობენ და „ფეხებს უბაკუნებენ“.
„საარჩევნო კამპანია, ის რაც უნდა იყოს დღესდღეობით ოპოზიციის მხრიდან, არ მიმდინარეობს. რაღაც კამერულ პროცესს ვაკვირდებით. თუ სადმე ჩადიან, „სელფებს“ გადაიღებენ, „ფეისბუქზე“ დადებენ, აი, ამ დონეზეა. ხალხმრავლობაა საჭირო. ყველა წინა არჩევნებს თუ გავიხსენებთ, ამ დროს ქარიშხალი იყო ხოლმე, ყველა ძალიან სერიოზულად მოძრაობდა. ერთად ვკითხოთ ამ ხალხს, რა დაემართათ, რამ დააჩაჩანაკათ?
რაღაცნაირი დამოკიდებულება აქვთ სადმი, ახალგაზრდობისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი. მათ რა უნდათ, იცით? ჩვენ ვიმუშაოთ მათ მაგივრად. გუშინ პეტრე ცისკარიშვილი გამოსულა ერთ-ერთ არხზე და პრეზიდენტი გაინძრეს ცოტაო. ნახეთ, პოლიტიკოსები რას ეუბნებიან პრეზიდენტს და რას გვეუბნებიან ჩვენ: „გაინძერით, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაში, თქვენ იმუშავეთ იმაზე, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაში“. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ პეტრე ცისკარიშვილი გახდეს დეპუტატი. შენ გინდა დეპუტატობა, შენ მოდიხარ ხელისუფლებაში, ხომ? შენ უნდა იყო წინა ხაზზე და მე ან გამოგყვები შენ ან გავყვები სხვას, ეს ჩემი გადასაწყვეტია. აქეთ გვსაყვედურობენ და პრეზიდენტს ფეხებს უბაკუნებენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
როგორც გია ხუხაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ყველაზე ადეკვატური გზავნილები გიორგი გახარიას პარტიას აქვს, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კაპიტალიზაციას ცდილობს.
„გახარიას აქვს ერთადერთი ადეკვატური, სწორი გზავნილი ამომრჩევლისთვის. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის ზომაც დღესაც კი, არჩევნებამდე ერთ თვით ადრე, იცით ვინ არის? არა „ნაც-ქოცი“, არამედ ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც რატომ არ აქვს არჩევანი იცით? იმიტომ, რომ არ მოსწონს ეს ხელისუფლება, არ უნდა მისთვის ხმის მიცემა, მაგრამ არც წარსულში დაბრუნება არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს და შანსი აქვს „გახარიას“, „ლელოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.