დებატებიდან 24 საათში კამალა ჰარისმა $47 მლნ მოიზიდა

-ის ვიცე-პრეზიდენტის სა და ყოფილი პრეზიდენტის ს საპრეზიდენტო კამპანიები გამორჩეული იმითაც არის, რომ, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, მხარეები ერთმანეთს კამპანიების დასაფინანსებელი თანხების მოზიდვაში ეჯიბრებიან. კანდიდატებს შორის ბოლო დებატებიდან 24 საათში კამალა ჰარისმა დამატებით $47 მილიონი მოიზიდა და ამით რესპუბლიკელებთან ფინანსურ რბოლაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში დემოკრატებმა შემომწირველებისგან $361 მილიონი მიიღეს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება რესპუბლიკელების მიერ მოზიდულ ფინანსებს. ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთლიანობაში 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 31 ივლისამდე ბაიდენ-ჰარისის კამპანიამ $516.8 მილიონი, ტრამპმა კი $268.5 მილიონი მიიღო.
საგულისხმოა, რომ დემოკრატების მიერ მიღებული შემოწირულებები საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო რბოლას ბაიდენის ნაცვლად შეუერთდა. შედარებისათვის, ტრამპთან ბაიდენის მეტოქეობისას, მათ მიერ მოზიდული ფინანსები შესაბამისად შემდეგნაირად გამოიყურებოდა: $217 მლნ – $284 მლნ. თუმცა ივლისში კამპანიაში ჰარისის ჩართვის შემდეგ ის $204.5 მილიონით დააფინანსეს. ტრამპის კამპანიის შემოწირულებამ კი ივლისში მხოლოდ $47.5 მილიონი შეადგინა.
ჰარისის კამპანიის დაფინანსების ტემპი მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენამაც გაზარდა. ტიმ ვოლზის კანდიდატურის წარდგენიდან 24 საათში მათმა კამპანიამ დამატებით $36 მილიონი მიიღო.
საინტერესოა, რომ მაისში ტრამპისათვის 34 ბრალდების მოხსნის შემდეგ, მან 24 საათში $52.8 მილიონი მოიზიდა. თუმცა აღნიშნული რეკორდი ჰარისის წარდგენიდან 24 საათში მოიხსნა, როდესაც დემოკრატების კამპანიამ $81 მილიონი მიიღო. საერთო ჯამში, ბაიდენის კანდიდატურის ჩახსნის შემდეგ დემოკრატებმა შემოწირულების სახით $615 მილიონი მიიღეს.
forbes.ge