ირაკლი კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმები იქნება გამოცდილება და კეთილსინდისიერება – განაცხადის შეტანა იმ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებენ და რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ

ერთადერთი, ვისაც შეიძლება ენდო, საკუთარი თვალებია. როდესაც „ენჯეოებს“ დავაფინანსებთ, ეს იქნება გამჭვირვალე. იმის გამო, რომ ვიღაცებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროება ეშინოდათ, პანიკა ატეხეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, – ამის შესახებ პრემიერმა, მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.
ამასთან, პრემიერმა ჟურნალისტებს მიმართა, რომ მონური დამოკიდებულებაა, როდესაც საქართველო მთავრობის მიერ „ენჯეოს“ დაფინანსება გამოწვევად აღიქმება, ხოლო ამერიკის, გერმანიის, ლუქსემბურგის მთავრობის მიერ დაფინანსება – არა.
„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ფულს იღებს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის სანაცვლოდ იღებს. ჩვენ თუ დავაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე.ი. ჩვენ გვაქვს ინტერესები და ეს ორგანიზაციები გაატარებენ ჩვენს ინტერესებს. გამჭვირვალობის შესახებ კანონში მეტი კი არაფერი წერია. როდესაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს „ენჯეოებს“, ეს „ენჯეოები“ ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებენ, როდესაც სხვა ქვეყნის მთავრობა აფინანსებს „ენჯეოებს“ მაშინ, ეს „ენჯეოები“ ატარებენ სხვა ქვეყნის ხალხის, ან მთავრობის ინტერესებს. ე.ი. საქართველო მთავრობა რომ აფინანსებს „ენჯეოს“, ეს არის გამოწვევა და ამერიკის, გერმანიის, ლუქსემბურგის მთავრობა რომ აფინანსებს „ენჯეოებს“, ეს არ არის გამოწვევა? ეს ხომ მონური დამოკიდებულებაა.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება რატომ გვაქვს აკრძალული? დააფინანსო ამერიკის და საფრანგეთის მთავრობებმა თუ ვენდობით, რატომ არ ვაფინანსებინებთ? სუვერენიტეტის ამბავია, არ შეიძლება ვინმეს ენდო. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ენდო, არის საკუთარი თვალები. ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც „ენჯეოებს“ დავაფინანსებთ, ეს იქნება გამჭვირვალე. იმის გამო, რომ ვიღაცებს ეშინოდათ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, ამიტომ ატეხეს ამხელა პანიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მ.
ამასთან, პრემიერმა განმარტა, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამაში. პრემიერის თქმით, დაფინანსების გაცემისთვის კონკრეტული კრიტერიუმები იქნება, კერძოდ, ორგანიზაციის გამოცდილება და კეთილსინდისიერება.
„ცალკე აღებული რეგისტრაციაც კი არ არის კრიტერიუმი. უფრო მეტიც, შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც არ ფინანსდება უცხოეთიდან და არც ეკუთვნის რეგისტრაცია რეესტრში, მათაც შეუძლიათ განაცხადის შემოტანა. რეგისტრაცია დაფინანსების კრიტერიუმი არ არის. დაფინანსების გაცემისთვის კონკრეტული კრიტერიუმები იქნება, ეს არის ორგანიზაციის გამოცდილება და კეთილსინდისიერება, რაც არის სტანდარტული კრიტერიუმი ამას გავყვებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს