პრემიერი – უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია – თუ ასეთ პირობებში ეუთო/ოდირი სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, ს მთავარი შემფასებელი ხალხია

უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი – თუ ასეთი გარემოს პირობებში ეუთო/ოდირის სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, მთავარი შემფასებელი არჩევნების ქართული საზოგადოება და ხალხია, ეს არის ჩვენთვის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესები მშვიდ ვითარებაში წარიმართება, რაც ეუთო/ოდირისთვის კრიტიკული დასკვნის საშუალებას არ მისცეს.
ს დაზვერვის ინფორმაციით, ეუთო/ოდირი წინასწარ გამზადებულ დასკვნას დადებს არჩევნების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ეს სწორი პროგნოზი იყოს. იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნა არაკონკურენტული საარჩევნო გარემოს შესახებ დადოს, ამისთვის ხელჩასაჭიდი რაიმე ხომ უნდა ჰქონდეს? მაგალითად, ვიღაცებს ბილბორდების განთავსების საშუალება არ ჰქონდათ, ან ვიღაცებს რეგისტრაცია დაუბლოკეს, ან საერთო გარემო არ იყო კონკურენტული, რაიმე ხელჩასაჭიდი ხომ უნდა იყოს?
ყველა ხედავთ, რომ უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო/ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობასთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები, როგორია საარჩევნო გარემო. როცა არაფერია ხელმოსაჭიდი რა უნდა დაწეროს ეუთო/ოდირმა, ამიტომ ს ამ განცხადებას ვერ დავეთანხმები.
თუ ასეთი გარემოს პირობებში ეუთო/ოდირი სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, მთავარი შემფასებელი არჩევნების ქართული საზოგადოება და ხალხია, ეს არის ჩვენთვის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ