პრემიერ-მინისტრი – ბორდერიზაცია არის 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა – თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც ბორდერიზაცია გამოიწვია, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა

რაც შეეხება ბორდერიზაციას, ეს არის სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობამ” 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს ჩააბარა.
„მაშინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ, როცა ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს. ბორდერიზაცია არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, თუმცა ამ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს“, – განაცხადა მ.
მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები აღმოიფხვრას.
„მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, თუნდაც არარსებული საზღვარი, თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ შემოხაზა საზღვრები. გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები თავიდან კანონის დონეზე შემოხაზა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ძველი ოლქის საზღვრები და პირდაპირ შექმნეს იმ საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეული. დღევანდელი ბორდერიზაცია მიჰყვება სწორედ „ნაცმოძრაობის“ მიერ აღდგენილ საზღვრებს. პირდაპირ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დააკანონა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს მათთვის შემაშფოთებელია, რადგან ამ ყველაფერმა შეექმნა ს ფედერაციას ე.წ. ბორდერიზაციის საფუძველი.
„თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც გამოიწვია ის, რომ ბორდერიზაცია განხორციელდა ძველი საზღვრების მიღმა, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა, როდესაც ბორდერიზაცია სცდება „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს. აი, ეს არის ეფექტური მუშაობა. ამისთვის მაქსიმუმი კეთდება. რაც შეეხება გატაცება-მკვლელობა, იცით, რომ იყო ძალიან მძიმე ფაქტები ამ კუთხით, თუმცა აქაც რაოდენობა შემცირებულია“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს