ბიძინა ივანიშვილი 14 სექტემბერს გორში ჩასვლას გეგმავს – 2 დღით სცენის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია, ქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გადაკეტილია რამდენიმე ცენტრალური ქუჩა,
გორის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მონტაჟდება სცენა, საიდანაც სავარაუდოდ ივანიშვილი მიმართავს შეკრებილებს.
მოჭრეს ხეები, ელექტრობოძები და მიმდებარე ტერიტორიებიდან გაიყვანეს მოქალაქეების მანქანები, რა დროსაც, მთავარი არხის ცნობით, ევაკუატორს მანქანაც ჩამოუვარდა.
“მოვედი, ჩემი მანქანა ეკიდა ევაკუატორზე. ორი ევაკუატორი იყო მობილიზებული და ჩამოუვარდათ შუა გზაში. ხე დაამტვრია და მანქანაც დაზიანდა. ზეგ ჩამოდის ივანიშვილი თავისი აკვარიუმით და უნდათ რომ სცენა მოაწყონ და რომ ვიკითხე რატომ სტალინის ქუჩზე არ აწყობს სცენას, ან თეატრის ბაღში, ეს ფართი გვინდაო. იმიტომ, რომ პატარაა ეს ფართი და ბევრი ხალხი გამოჩნდება ივანიშვილის მხარდამჭერი” – ამბობს მედიასთან ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე, მიმდინარე სამზადისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ტერიტორიის დაცლა საჭირო გახდა, რადგან ელოდებიან “ძალიან ბევრი მხარდამჭერის” მისვლა.