მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის ქუჩის მონაკვეთის მოწესრიგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ვარდისუბნის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე – ხანძთის ქუჩიდან ს ქუჩამდე მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 4 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იგება ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 600 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ