საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის სტუდენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა

12 სექტემბერს მწერალთა სახლში შედგა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის სტუდენტური ჟიურის სამუშაო შეხვედრა, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის წარჩინებულმა ახალგაზრდებმა გამარჯვებულები გამოავლინეს.
„30 სექტემბერს 19:00 საათზე მწერალთა სახლში მოეწყობა ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრების − სერგეი კასკის (), მერაბ ემინაშვილისა და ნიკა ჯანჯღავას (საქართველო) ფოტოგამოფენა. გაიმართება ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალი და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება.
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალი „დიოგენე 2024“ წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი გენერალური დამფინანსებელია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. ფესტივალს პარტნიორობას უწევს საქართველოს მწერალთა სახლი, ღონისძიების მუდმივი პარტნიორი კი საქართველოს კინოაკადემიაა“, – ნათქავამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!