ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი კარისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“წინ შეხვედრები და დისკუსიები გველის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი მიზნების მიმართ, მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – წერს კარისი.
შეგახსენებთ, უკრაინის დედაქალაქში გუშინ ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდნენ, რომლებიც ყირიმის პლატფორმის სამიტს დაესწრნენ.