უმდიდრესი ქალი Las Vegas Sands-ის აქციებს ყიდის და კალათბურთის გუნდს ყიდულობს

მირიამ ადელსონი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი, რომლის ქონება დაახლოებით 32,8 მილიარდი დოლარია, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ყიდის კაზინოს ოპერატორ Las Vegas Sands-ში. ეს წილი მისი ქონების დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს. ის და მისი ოჯახი კაზინოს ოპერატორის უმსხვილესი აქციონერები არიან.
როგორც CNBC იუწყება, ადელსონის ოჯახი გარიგებიდან შემოსულ თანხით მილიარდერ მარკ კუბანისგან დალას მავერიკსის საკალათბურთო გუნდის წილს შეიძენს. მისი თქმით, ტრანზაქციის თანხა დაახლოებით $3,5 მილიარდი იქნება, თავად კუბანი შეინარჩუნებს მცირე წილს და ზედამხედველობას გაუწევს კალათბურთთან დაკავშირებულ საქმიანობას.
CNBC-ი წერს, რომ ლას ვეგასს ამჟამად საკუთარი კალათბურთის გუნდი არ ჰყავს.
ადელსონი ისრაელში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეობა აქვს. ის ცნობილი ექიმია და სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პაციენტებს მკურნალობს. მილიარდერი ასევე რესპუბლიკური პარტიის თვალსაჩინო მხარდამჭერია. მისი მეორე ქმარი, Las Vegas Sands-ის დამფუძნებელი შელდონ ადელსონი, 2021 წელს გარდაიცვალა და ცოლს კომპანიის 56%-იანი წილი დაუტოვა.