გიორგი ქოჩორაშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი ქოჩორაშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქოჩორაშვილმა ტირანაში ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.
საქართველოს ერთა ლიგის სტარტზე ორიდან ორი მოგება აქვს. გიორგი ქოჩორაშვილმა კი გოლი ორივე შეხვედრაში გაიტანა. საუკეთესო თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების ნახევარ მცველი ისეთი ფეხბურთელების გვერდით არის, როგორებიც არიან ჰარი კეინი, ალექსანდრ არნოლდი და არდა გულერი.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება