ცესკოს თავმჯდომარე – მივმართავ არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, ნუ გავავრცელებთ არასწორ, გადაუმოწმებელ და უსაფუძვლო ინფორმაციებს – დეზინფორმაცია წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს

მივმართავ არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, მედიასაშუალებას, ადგილობრივ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გავავრცელებთ არასწორ, გადაუმოწმებელ და უსაფუძვლო ინფორმაციებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, დეზინფორმაციის გავრცელება წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს.
„თანამშრომლები ისევე, როგორც ნებისმიერ დონეზე კომისიის წევრები შევაფასოთ მათი საქმიანობით, მათი ქმედებებით და არა გამოგონილი, მანიპულაციურად შექმნილი მოცემულობებით, რომელიც, რა თქმა უნდა, აზიანებს არა მხოლოდ ინსტიტუციას და მის რეპუტაციას, არამედ ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს”, -განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ დაფიქსირდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობა, საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის და ასევე, აცნობებენ საერთაშორისო პარტნიორებს.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების კანონიერი ინტერესები“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ