“დაიწყო 2023 წლის 1/12 ნაწილი, ის კარმულ სახლად ითვლება, ერთგვარი „ფსკერია“, სადაც ბევრი რამ „დაილექა“ – რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური:
დაიწყო 2023 წლის ბოლო, 1/12 ნაწილი.
ს ციკლის მიხედვით, ეს მე-12 ასტროლოგიურ სახლს შეესაბამება, რომელიც კარმულ სახლად ითვლება. ის ერთგვარი „ფსკერია“, სადაც ბევრი რამ „დაილექა“.
ეს ანალიზს და შეფასებას ითხოვს. ამიტომ დეკემბერში უნდა გაანალიზდეს 2023 წელი – რა გააკეთეთ, რა ვერ გააკეთეთ და რატომ?!
გარდა ამისა, ეს არის „ძველისგან“ გათავისუფლების და მიტევების პერიოდიც. გათავისუფლდით ძველი წყენებისგან, ბოღმისგან და დამაბრკოლებელი კომპლექსებისგან. გარდა ამისა, გააცნობიერეთ რა გაგეშვათ ხელიდან ან თქვენ თვითონ გაუშვით ხელი. ვინ დაგტოვათ ან თქვენ ვინ დატოვეთ.
ეს ეხება არა მხოლოდ მატერიალურ ფორმებს, არამედ ემოციებსაც, რადგან მე-12 სახლი წყლის სტიქიას ეკუთვნის (წყალი კი ემოციაა). ამიტომ ემოციური გადალაგება შვებას მოგცემთ.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს არის ასევე საკუთარ თავში ჩაღრმავების, შეცდომების გაანალიზების და შეძლებისდაგვარად მათი გამოსწორების პერიოდიც.
ეს არის „დაბადების“ წინარე პერიოდიც, რომელიც ერთგვარ შიშს უკავშირდება, ამიტომ უნდა გადალახოთ მომავლის შიში, რათა გაბედულად და რწმენით სავსემ შეაბიჯოთ ახალ, 2024 წელში.
ოღონდ ამას მიეცით წერილობითი ფორმა.
თუ დღეს და ხვალ არ გცალიათ, წინ მთელი თვე გაქვთ.
წარმატებას გისურვებთ!

ასევე დაგაინტერესებთ