ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია მთავრობის მეთაურზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, შმიგალის თქმით, შეხვედრისას სილინამ გამოაცხადა სამხედრო მხარდაჭერის კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც მოიცავს ჯავშანტრანსპორტიორებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ლატვია გეგმავს, უკრაინას საავადმყოფოებისთვის მზის პანელები გადასცეს.
ამასთან, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა თავდაცვის კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს.
„ლატვია მუდმივად უჭერს მხარს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და არის ჩვენი საიმედო მოკავშირე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საქმეში“, – აღნიშნა შმიგალმა.
მოგეხსენებათ, 11 სექტემბერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ მინისტრი, ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ.