უკრაინამ მოსკოვზე დრონებით, ამ დრომდე, ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელა

უკრაინამ, სამშაბათს, ს დედაქალაქზე ამ დრომდე ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელა. დრონებით თავდასხმის შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ქალი, განადგურდა ათობით სახლი, მოსკოვის გარშემო მდებარე აეროპორტებიდან კი ათობით ფრენა გაუქმდა.
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვის რეგიონის თავზე, განადგურებულია უკრაინის 20, სხვა რვა რეგიონში კი 124.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დრონებით თავდასხმა, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნამდვილი ბუნების შესახებ, კიდევ ერთი შეხსენება იყო, რომელიც მისი თქმით, რუსეთის მტრებისგან შედგება. ”არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ღამის დარტყმები საცხოვრებელ უბნებზე დაკავშირებული იყოს სამხედრო ოპერაციებთან”, – თქვა პესკოვმა.
ს რეჟიმი აგრძელებს თავისი ბუნების დემონსტრირებას. ისინი ჩვენი მტრები არიან და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რათა დავიცვათ თავი ასეთი ქმედებებისგან”, – თქვა მან და გამოიყენა გამოთქმა, რომელსაც მოსკოვი იყენებს ში ომის აღსაწერად.
კიევმა განაცხადა, რომ რუსეთმა, რომელმაც 2022 წლის თებერვალში ათობით ათასი ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინაში, მას ღამით 46 დრონით შეუტია, საიდანაც 38 განადგურდა.
რუსეთზე დრონების თავდასხმამ მოსკოვის რეგიონის რამენსკოეს რაიონში მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა, და ბინებს ცეცხლი წაუკიდა, განუცხადეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა Reuters-ს. მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ რამენსკოეში 46 წლის ქალი დაიღუპა და სამი ადამიანი დაიჭრა.
რამენსკოეს რაიონი, კრემლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს და ოფიციალური მონაცემებით, იქ დაახლოებით მეოთხედი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 70-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე და ათობით სხვა რეგიონებში. იქ ნგრევა ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
როდესაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში წინ მიიწევდა, კიევმა ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა – 6 აგვისტოს რუსეთის დასავლეთ კურსკის რეგიონზე ტრანსსასაზღვრო თავდასხმით და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, დრონებით უფრო ფართომასშტაბიანი შეტევებით.