ნორვეგიის დაზვერვა: სავარაუდოდ, რუსეთი დივერსიების მოწყობას შეეცდება

ნორვეგიის საგარეო დაზვერვის უფროსს სჯერა, რომ გასულ წელთან შედარებით, უფრო თამამად ეწინააღმდეგება უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერას და ახლა მეტად სავარაუდოა, რომ შეეცდება და მოაწყობს დივერსიებს ნორვეგიის ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ნავთობის და გაზის სისტემები.
„რისკის დონე შეიცვალა“, უთხრა სააგენტო „როიტერს“ ნორვეგიის დაზვერვის უფროსმა, კონტრ-ადმირალმა ნილს ანდრეას სტენსოენესმა.
„გვჯერა, რომ დივერსია მეტად სავარაუდოა და ახლა ვხედავთ დივერსიის აქტებს ევროპაში.“
რუსეთი ასეთ ბრალდებებს უარყოფს და ამას დასავლეთის მიერ შიშის გავრცელებას უწოდებს. ოდლოში რუსეთის საელჩოს კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუცია.
ამ წლის დასაწყისში, ნორვეგიის სადაზვერვო სააგენტოებმა დაასკვნეს, რომ შესაძლოა რუსეთმა „გონივრულად მიიჩნიოს“ დივერსიული აქტების ჩატარება, რომლის მთავარი სამიზნე ნავთობის სფერო იქნება. გასულ წელს მათ ეს ნაკლებად სავარაუდოდ მაჩნდათ.
ნორვეგია ევროპისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი და ნედლი ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი