მედია: პუტინის ხელისუფლების ოლიგარქი და ბავშვთა ომბუდსმენი, რომელსაც 10 შვილი ჰყავს, დაქორწინდნენ – რა ინფორმაცია ვრცელდება “მაღალი მორალის”, მრავალმილიონიან ქორწილზე?

2023 წელს, ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით: ვინ არის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა? – ქალი, რომ­ლის პუ­ტინ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ გას­ცა.სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 17 მარტს, ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ (ICC) რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ბავ­შვთა ომ­ბუდსმე­ნის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას მი­მართ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა.

მა­რია ლვო­ვა 2021 წლი­დან რუ­სეთ­ში ბავ­შვთა ომ­ბუს­მენ­დის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და 10 შვილს ზრდი­და, სა­ი­და­ნაც 5 ნაშ­ვი­ლე­ბია. 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას და­ეს­ხა თავს, ლვო­ვა-ბე­ლო­ვა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე და მათ რუ­სეთ­ში “ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე“.

თა­ვად ომ­ბუდსმე­ნი ამ პრო­ცესს ყო­ველ­თვის “ევა­კუ­ა­ცი­ას” უწო­დებ­და და ამ­ბობ­და, რომ ამით იცავ­და ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თვალ­საზ­რი­სით, ეს ქმე­დე­ბე­ბი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც დე­პორ­ტა­ცია და გე­ნო­ცი­დი.

2022 წლის ზა­ფხულ­ში ლვო­ვა-ბე­ლო­ვამ თქვა, რომ მან თა­ვად იშ­ვი­ლა ბავ­შვი მა­რი­უ­პო­ლი­დან. ქა­ლა­ქი­დან, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ჯა­რებ­მა გა­ა­ნა­დუ­რეს. ის რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს მო­ზარ­დის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ამ ამ­ბის შე­სა­ხებ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღეს რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის. ის ასე­ვე ხში­რად სა­უბ­რობ­და მა­ღალ მო­რა­ლურ სტან­დარტზე, ოჯა­ხურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და აშ.

  • რა ხდე­ბა ახლა

ორი დღეა რუ­სუ­ლი მე­დია ლვო­ვას ახა­ლი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ წერს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 შვი­ლის დე­დამ მე­ო­რედ “მარ­თლმა­დი­დე­ბელ ოლი­გარქ” მა­ლო­ფე­ევ­ზე იქორ­წი­ნა. ის არის “რუ­სუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის” მთა­ვა­რი სპონ­სო­რი და მას­ზე გა­ცე­მუ­ლია ICC-ის ორ­დე­რი

8 სექ­ტემ­ბერს, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მის­რის, მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას და ცარგრა­დის ტე­ლე­არ­ხის Царьград-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, კონ­სტან­ტი­ნე მა­ლო­ფე­ე­ვის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა.

ვრცლად