აჭარაბეთმა სპორტული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა ბოლომდე ბრძოლისთვის

აჭარაბეთმა სპორტული ნაკრების წევრებს apeople-ს ოფისში უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა პარიზის ოლიმპიადაზე ბოლომდე ბრძოლისთვის.

აჭარაბეთის სპორტული ნაკრების 8 წევრი მონაწილეობდა პარიზის ოლიმპიადაზე:

გენო პეტრიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, სანდრო ბაზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ვაჟა მარგველაშვილი და ნინო სალუქვაძე, რომელიც წელს მეათედ გამოვიდა ოლიმპიურ თამაშებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, ეს კი ორმაგად სასიხარულოა, რომ აჭარაბეთის სპორტული ნაკრების 8 წევრმა საქართველო წარადგინა საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე და არაერთი გამარჯვება მოუტანა ქვეყანას. დღეს ოლიპიელები იმყოფებიან ჩვენთან ერთად, ისინი შეხვდნენ apeople-ის გუნდის წევრებს, რომლებმაც მათ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

მადლობის ნიშნად კი აჭარაბეთმა 270 000 ლარის ფულადი ჯილდოები გადასცა სპორტსმენებს. კიდევ ერთხელ ვულოცავთ სპორტსმენებს და გულშემატკივარს გამარჯვებას!“.- განაცხადა ნინო გუჯაბიძემ, აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა.

„ძალიან კარგი შეხვედრა და საღამო იყო, ბევრი სასიამოვნო ადამიანი შემოგვიერთდა. აჭარაბეთის სპორტული ნაკრებიდან ბევრი მეგობარი ვნახეთ, რომლებსაც ხშირად ვერ ვხდებით და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ემოციები.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარაბეთს ქართველი სპორტსმენების გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ასევე თითოეულს თქვენთაგანს, გულშემატკივარს სითბოსთვის და გამარჯვების მუხტის შექმნისთვის.“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ