ანტონიო გუტერეში – ტანჯვის დონე, რომელსაც ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა – სიკვდილისა და ნგრევის ისეთი დონე არასოდეს მინახავს

ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში, უპრეცედენტოა ჩემი, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მანდატის პერიოდში, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.
„არასოდეს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ისეთი დონე, როგორსაც ვხედავთ ღაზაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, – აღნიშნა გუტერეშმა.
მან ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ხაზგასმისას აღნიშნა, რომ გაერო-მ მხარეებს ნებისმიერი ზავის მონიტორინგი შესთავაზა, მაგრამ, მისი თქმით, არარეალურია იმის ფიქრი, რომ გაერო-ს შეუძლია ღაზას მომავალთან დაკავშირებით როლის შესრულება მომავალში, ტერიტორიის ადმინისტრირებით ან სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფით, ვინაიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაერო-ს როლს მიიღებს.
„რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ გვთხოვა. საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, კერძოდ, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“, – აღნიშნა გუტერეშმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა