სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გადახედვაზე მოლაპარაკებები დაიწყეს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება „ევროპის მშვიდობის ფონდის“ საშუალებით სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ახლა სომხეთში მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერევანმა მოისმინოს ევროკავშირელი პარტნიორების დაკვირვებები და რჩევები.
შეგახსენებთ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასი სომხეთში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ