მოსკოვის ოლქის გუბერნატორი – უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

რამენსკოეში უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად 46 წლის ქალი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
მან არ დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმას ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა.
„46 წლის ქალი გარდაიცვალა, ვრცელდებოდა ინფორმაცია ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა“ – განმარტა ვორობიოვმა.
გარდა ამისა, გუბერნატორის თქმით, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანამდე, ვორობიევმა განაცხადა, რომ ს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით მოსკოვის ოლქში 14 დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?