რუსებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი და 2 საავადმყოფო დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი და 2 საავადმყოფო დაბომბეს, არის მსხვერპლი. ხერსონის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო და ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებენ.
რომან მროჩკოს ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
რაც შეეხება საავადმყოფოებს, როგორც ალექსანდრე პროკუდინი აცხადებს, შენობები დაზიანებულია, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება