ზალცბურგის მყინვარები შესაძლოა 10-15 წელიწადში გაქრეს

ჰიდროლოგებმა, რომლებიც სწავლობენ და აკვირდებიან ავსტრიის ზალცბურგის მყინვარებს, აღნიშნეს ალპებში მყინვარული საფარის მნიშვნელოვანი დანაკარგები წელს.
თუ რადიაციის დონე იგივე იქნება, რაც დღეს და მზე გაანათებს 8-9 საათის განმავლობაში, მაშინ მყინვარი წელიწადში დაახლოებით ათი სანტიმეტრის სიმაღლეს დაკარგავს. ეს არის უზარმაზარი სიდიდეა. დაკარგულის აღსადგენად ათი მეტრი ახალი თოვლია საჭირო, რომელიც შემდეგ ყინულად გადაიქცევა – ბერნჰარდ ზაგელი, მყინვარების მკვლევარი ზალცბურგის უნივერსიტეტიდან.
მხოლოდ ბოლო 25 წლის განმავლობაში ავსტრიაში მყინვარმა Stubacher Sonnblikkis-მა დაკარგა საკუთარი მასის ნახევარი.
იქ, სადაც ადრე ათი მეტრის სისქის ყინული იყო, ახლა შიშველი კლდეა.
მკვლევრები ამბობენ, რომ თუ ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ მყინვარის სრული გაქრობა მხოლოდ დროის საკითხია. მეტიც, ეს ასევე ეხება ავსტრიის ყველა დანარჩენ მყინვარებს.
ბერნჰარდ ზაგელი, მყინვარების მკვლევარი აფრთხილებს: მე ვვარაუდობ, რომ ათ წელიწადში მყინვარი შეწყვეტს არსებობას. ჩვენ შეიძლება ჯერ კიდევ დავინახოთ ყინულის პატარა ნაჭრები. მყინვარის გეომეტრიის კანონებიდან გამომდინარე, დიდი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო 10-15 წელიწადში, 3000 მეტრზე დაბლა სიმაღლეზე, მათგან ბევრს პრაქტიკულად ვერ ვიხილავთ.
წყარო: ევრონიუსი