,,ბრიყვის მთავარი თვისებაა, რომ ბრიყვმა არ იცის, რომ ბრიყვია… ბიძინას მოგონილი ტრუკებია” – გუბაზ სანიკიძე

გუზაბ სანიკიძე “საჯარო პოლიტიკის” ეთერში საქართველოს მოქმედი პრემიერის გადაწყვეტილებას, შეიქმნას ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდი, პრიმიტიულ განცხადებად აფასებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი “ქართულ ოცნებას” “ბრიყვად” მოიხსენიებს და მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების უკან მესამე სექტორის დაქვემდებარების სურვილს ხედავს.
“ეს ყველაფერი ბიძინას მოგონილი ტრიუკებია, რადგან, აბა რისი მიმცემია” – ამბობს სანიკიძე.
აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორს არ შეეშინდა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რაც მათთან არის გაფეტიშებული და გაბატონებული, მოდი ფული მივცეთ. “ოცნების” შტაბში და ბიძინას გონებრივ ცენტრში ხომ ასე პრიმიტიულად აზროვნებენ. რა ვქნათ, რა ვქნათ და მოდი ფული მივცეთ და ასე დავექვემდებაროთ. ელოდებიან, რომ ხვალიდან ჯოგად მიცვივდება არასამთავრობო სექტორი. ის ყველაზე კარგია, მომეხმარეთ, რომ კორუფციას ვებრძოლოო. აკი კორუფცია არ გვაქვსო. ბრიყვის მთავარი თვისებაა, რომ ბრიყვმა არ იცის, რომ ბრიყვია. ბრიყვს საკუთარი თავი ბრიყვი არასდროს ჰქგონია. სახაზე გვაქვს კოლექტიური სიბრიყვე. ბიძინას მოგონილი ტრიუკებია, რა თქმა უნდა, ბიძინას მოგონილი იქნება, აბა კობახიძე რისი მიმცემია”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ