გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი შიშობს ზამთარში უკრაინელთა მდგომარეობაზე

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა დაგმო ს მხრიდან სისტემატიურად განხორციელებული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე და თქვა, რომ შიშობს უკრაინელი ხალხის მდგომარეობაზე კარსმომდგარ ზამთარში.
ვოლკერ ტურკის თქმით, უკრაინის მოსახლეობა “მოქცეულია ტერორის ციკლებში, ს ფედერაციის მხრიდან მიმდინარე იერიშების გამო, რომელთა სამიზნეა სამოქალაქო უწყებები, მაგალითად საავადმყოფოები, სკოლები, და სუპერმარკეტები, და დარტყმათა სისტემატიური ტალღების [გამო], რომლებიც მიზანში იღებს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იწვევს ელექტრომომარაგების წყვეტებს”.
“ვშიშობ უკრაინელებზე კარსმომდგარ ზამთარში” – უთხრა ვოლკერმა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 9 სექტემბერს.
მისი თქმით, ის ასევე შეშფოთებულია იმ გავლენით, რომელსაც სამოქალაქო პირებზე ახდენს ბრძოლის ბოლოდროინდელი ესლაკაცია, მათ შორის რუსეთის რეგიონში, კურსკში. უკრაინის ძალები ამ, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ.
ტურკის თქმით, მოსკოვმა უარით უპასუხა მისი ოფისის მიერ გასულ თვეში გამოთქმულ თხოვნას შესაძლებელი ყოფილიყო რუსეთის იმ რეგიონების მონახულება, რომლებზეც კონფლიქტი ახდენს გავლენას – მათ შორის ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის.
წყარო: www.radiotavisupleba.ge