სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თატრში საერთაშორისო თატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ იწყება

25-დან 29 სექტემბრის ჩათვლით, „სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ იწყება.
ფესტივალი კამერული და მონოსპექტაკლების სერიას მოიცავს, რომელიც კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
სერგო ფარაჯანოვის ბოლო კინოსცენარი “აღსარება მე – სერგო ფარაჯანოვი“ ახმეტელის თეატრში, პირველად, გასულ წელს რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.
ფესტივალზე 12 ქვეყნის თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას. ესენია: ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, , , , რუმინეთი, ლიტვა, ბელარუსი, თურქეთი, მაკედონია, საქართველო.
ფესტივალის ფარგლებში მოსული სტუმრები ჯამში 15 სპექტაკლს ნახავენ.
თეატრალური წარმოდგენების გარდა, მაყურებელს გამოფენის დათვალიერების საშუალებაც ექნება. ფესტივალის გახსნის დღეს 25 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება ისრაელელი მხატვრის პოლინა ჩიჟევსკაიას გამოფენა სახელწოდებით „ფარაჯანოვის ფრესკები“.