გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი შიშობს ზამთარში უკრაინელთა მდგომარეობაზე

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა დაგმო რუსეთის მხრიდან სისტემატიურად განხორციელებული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე და თქვა, რომ შიშობს უკრაინელი ხალხის მდგომარეობაზე კარსმომდგარ ზამთარში.
ვოლკერ ტურკის თქმით, უკრაინის მოსახლეობა “მოქცეულია ტერორის ციკლებში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე იერიშების გამო, რომელთა სამიზნეა სამოქალაქო უწყებები, მაგალითად საავადმყოფოები, სკოლები, და სუპერმარკეტები, და დარტყმათა სისტემატიური ტალღების [გამო], რომლებიც მიზანში იღებს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იწვევს ელექტრომომარაგების წყვეტებს”.
“ვშიშობ უკრაინელებზე კარსმომდგარ ზამთარში” – უთხრა ვოლკერმა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 9 სექტემბერს.
მისი თქმით, ის ასევე შეშფოთებულია იმ გავლენით, რომელსაც სამოქალაქო პირებზე ახდენს ბრძოლის ბოლოდროინდელი ესლაკაცია, მათ შორის რუსეთის რეგიონში, კურსკში. უკრაინის ძალები ამ, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ.
ტურკის თქმით, მოსკოვმა უარით უპასუხა მისი ოფისის მიერ გასულ თვეში გამოთქმულ თხოვნას შესაძლებელი ყოფილიყო რუსეთის იმ რეგიონების მონახულება, რომლებზეც კონფლიქტი ახდენს გავლენას – მათ შორის ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ელენე ხოშტარია დღეს წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია – განსაკუთრებით მაინტერესებს მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც მეგობრობდნენ მასთან: ღამე როგორ გძინავთ?

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ პატივს ვცემთ თინა ბოკუჩავას და მიგვაჩნია, რომ მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს – ვინ იქნება შემდეგი თავმჯდომარე, ამის მკითხაობას აზრი არ აქვს, რადგანაც კანდიდატების შესახებ ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის