თინა ბოკუჩავა არასამთავრობოებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე – ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, – ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
ბოკუჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს მოუწოდებს, რომ ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს.
ს ვურჩევდი ელემენტარულად ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს. ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია და ავტოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობენ სწორედ ასეთი „არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციები“. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკის გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების არსი და ფუნდამენტია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიას, ევროპულ პერსპექტივას, კეთილდღეობას აირჩევენ. ამით ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე მოვიპოვებთ შანსს, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი ამაყად ხელში ეჭიროს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩუგოშვილი: 2400 კომპანიაა რეგისტრირებული, ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში… ეკონომიკური კრიზისია მოასალოდნელი და ეს ხალხი დეესკალაციას ითხოვს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს