ყოველთვიური შრომის ბიულეტენი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით

შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვაზე: როგორია მინიმალური ანაზღაურების რეგულირების პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირში წევრობის კანდიდატ ქვეყნებში?
2023 წელს 2022 წელთან შედარებით შრომის ანაზღურებამ საშუალოდ 5.3%-ით მოიმატა ევროკავშირში, უშუალოდ ევროზონაში კი – 4.8 %-ით.
ევროზონაში მყოფ ევროკავშირის ქვეყნებში, საათობრივი ანაზღაურებამ მოიმატა ყველა ქვეყანაში. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ხორვატიაში +14.2%, ლიეტუვაში +12.4 %, ესტონეთში +11.7%.
ევროზონის გარეთ მყოფ ევროკავშირის ქვეყნებში, მატება გამოხატულია ეროვნულ ვალუტებში. ყველზე დიდი ზრდა იყო უნგრეთში +17%, რუმინეთში +16.5%, ბულგარეთში +14 %, პოლონეთში +12.4%.
ევროკავშირის ქვეყნებში საათობრივი ანაზღაურება მერყეობს 9 ევროდან 54 ევროს ფარგლებში.
2024 წლის მონაცემებით, მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირში ყველზე ცოტა არის ბულგარეთში – თვეში 477 ევრო, ყველაზე დიდი კი ლუქსემბურგში – თვეში 2571 ევრო.
· ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ეროვნულ დონეზე მინიმალური ანაზღაურება თვეში 1500 ევროზე მეტია: ლუქსემბურგი, ირლანდია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი.
· ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ეროვნულ დონეზე მინიმალური ანაზღაურება თვეში 1000 ევროზე მეტია და 1500 ევროზე ნაკლებია: ესპანეთი, სლოვენია. (სლოვენიაში მინიმალურ ხელფასად დადგენილია 1254 ევრო, ხოლო ესპანეთში – 1324 ევრო).
· ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ეროვნულ დონეზე მინიმალური ანაზღაურება თვეში 1000 ევროზე ნაკლებია: კვიპროსი, პოლონეთი საბერძნეთი, პორტუგალია, ლიეტუვა, მალტა, ხორვატია, ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ლატვია, უნგრეთი და ბულგარეთი.
2024 წლის 1 იანვრისთვის, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 22-ში მოქმედებს ეროვნულ დონეზე დადგენილი მინიმალური ანაზღაურების სქემა. კანონისმიერი მინიმალური ანაზღაურების გარეშე არიან შემდეგი ქვეყნები: დანია, იტალია, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი.
ევროკავშირში გაწევრების კანდიდატობის სტატუსის მქონე 10 ქვეყნიდან 7 ქვეყანას განაზღვრული აქვს მინიმალური ანაზღაურება (მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა), 3 ქვეყანას კი დღემდე არ აქვს ეროვნულ დონეზე საკითხი დარეგულირებული (ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, კოსოვო).
საქართველოს შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 8 ნოემბერს (და რომელსაც დაეფუძნა საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება), აღნიშნულია შემდეგი:
საქართველოს არ განუხორციელებია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) „მინიმალური ანაზღაურების შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება; საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა, მათ შორის უმუშევრობის დახმარების; უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია მინიმალური ანაზღაურების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით.
წყარო:
https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/document/download/388e01b7-e283-4bc9-9d0a-5600ea49eda9_en?filename=SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
https://ec.europa.eu/eurostat/web/products-eurostat-news/w/ddn-20240327-2
https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Minimum_wage_statistics#:~:text=In%20July%202024%20minimum%20wages,571%20per%20month%20in%20Luxembourg.
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]
[email protected]

ასევე დაგაინტერესებთ