შსს უარყოფს ტელეკომპანია „პირველის“ ცნობას, თითქოს რუსეთი ქართული პორტების მეშვეობით ჰამასს აწვდის იარაღს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც „მხოლოდ სიცრუე“ უწოდა ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ლაპარაკი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან ჰამასისთვის საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე, რისთვისაც ქართული პორტებსაც იყენებენ.
„საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არც ერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა“ – აცხადებს შსს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 22 ივნისს, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა (JMOC) ფოთთან დააფიქსირა ბარბადოსის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ,,GIVING,“ თუმცა რეალურად იმ მომენტში გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ იმყოფებოდა.
2023 წლის 4 ივლისს, ამერიკული მხარის საზღვაო მონიტორინგის სისტემის ტექნიკურმა სამსახურმა JMOC-ს წარმოუდგინა განმარტება, რომ „აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კომპლექსურ ანომალიურ შემთხვევას, რაც შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო ორი ძირითადი ფაქტორით: უშუალოდ ეკიპაჟისმიერ სისტემაში შეგნებულად არასწორი ინფორმაციის შეყვანა და მანიპულირება ფაქტიური ადგილსამყოფლის დაფარვის მიზნით და ასევე, ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების უარყოფითი ზეგავლენის გამო“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება