აგვისტოში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ზოგიერთი გადასახადი გაძვირდა, ზოგი კი გაიაფდა ან უცვლელი დარჩა. საქსტატის მონაცემების თანახმად, აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად ავტომობილის რეცხვის გადასახადი გაძვირდა და ზრდამ 16.26% შეადგინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად, 39.9%-ით შემცირდა ინტერნეტის გადასახადი.
გადასახადები, რომლებიც აგვისტოში წლიურად გაიზარდა, ასე გამოყურება:
· წყლის გადასახადი – 0.1%-იანი ზრდა;
· ავტომობილების რეცხვა – 16.26%-იანი ზრდა;
· საბავშვო ბაღის გადასახადი – 5.89%-იანი ზრდა;
· სკოლა ლიცეუმის გადასახდელი – 5.03%-იანი ზრდა;
· უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი – 0.25%-იანი ზრდა.
ამასთანავე, აგვისტოში წლიურად შემცირებულია შემდეგი გადასახადები:
· დენი – 13.2%-იანი შემცირება;
· ინტერნეტი – 39.9%-იანი კლება;
აგვისტოში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა შემდეგი გადასახადები:
· სანოტარო გადასახადი;
· საკაბელო ტელევიზიის გადასახადი;
· ტელეფონის სააბონენტო გადასახდელი;
· ნაგვის გატანის გადასახადი;
· მობილური ტელეფონის მომსახურება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
