მივესალმები ადამიანებს, რომელთაც ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ ამ ქვეყნის შვილები მუდამ ერთად ვდგავართ!

მივესალმები ადამიანებს, რომელთაც ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ ამ ქვეყნის შვილები მუდამ ერთად ვდგავართ!
მივესალმები სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს ამ გასაოცარ, განსაკუთრებული ისტორიის მქონე კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ქართველებს, ეთნიკურ სომხებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ადამიანებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის, ერთად დგომის, შრომის და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნის შვილები ჭირსა თუ ლხინში მუდამ ერთად ვდგავართ! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
მისი განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაფერზე ფასეული ის ადამიანები არიან, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებენ.
“ამ კუთხის მნიშვნელობასა და სილამაზეზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი გარემო, როგორც აქაა, სადაც ერთმანეთთან საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და ადამიანი.
ამ საოცარ მხარეში თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაფერზე ფასეული სწორედ თქვენ ხართ, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებთ.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს