ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქიდან, ხან-იუნისიდან, ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ს თავდაცვის ძალებმა ხან-იუნისსა და მის მახლობლად მდებარე მინიმუმ ხუთი რაიონის მცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ისრაელის სამხედროები ბუკლეტებს ავრცელებენ, რომელშიც ადგილობრივებს რაფაჰის ან სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
„ქალაქი ხან-იუნისი – საბრძოლო ქმედებების სახიფათო ზონაა“, – წერია ბუკლეტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ