სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – დაუჭამიათ ერთმანეთი – სრული კატასტროფისკენ მიდიან, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მალე გადააყენებენ თანამდებობიდან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდება, დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, ფაქტია, ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო დიდხანს გაუგრძელდათ აგონია. ამ 2024 წლის არჩევნებში, ალბათ, მათ ექნებათ რაიმე შედეგი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა ისინი რაიმე შედეგს მიაღწევენ.
დღეს უკვე წერენ, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილსაც მალე გადააყენებენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ ის უქნიათ. ეს იყო პარტია, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა, ოკუპანტისთვის ტერიტორიების ჩაბარებით, სისტემური წამების დამკვიდრებით, საკუთრების უფლების ხელყოფითა და საქართველოს საშინელი იმიჯის შექმნით მთელ მსოფლიოში. ამიტომ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც უნდა შეფასდეს მათი წარსული. შევაფასოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, – განაცხადა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი