ჩინეთის უმდიდრეს მოქალაქეებს ქვეყნიდან ინვესტიციები გააქვთ

ბოლო პერიოდში, ჩინეთში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა – ჩინეთის უმდიდრესი მოქალაქეები უფრო და უფრო ხშირად ინტერესდებიან საზღვარგარეთ ინვესტირებით.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს დათვლებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ჩინელმა ინვესტორებმა საზღვარგარეთ $83.55 მილიარდი დააბანდეს, რაც 16.2%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ეს თანხა 152 ქვეყანასა და რეგიონში ბაზირებულ 6,100-ზე მეტ კომპანიაში ჩაიდო.
როგორც ჩანს, ეს ტენდენცია, პირველ რიგში, ჩინეთში არსებული არადამაკმაყოფილებელი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული, მაგრამ ინვესტორებს, სავარაუდოდ, არც უცხოურ ვალუტაზე ოფიციალურად დაწესებული $50,000-იანი ლიმიტი მოსწონთ. შესაბამისად, თუ ინვესტორს სურს, ქონება ჩინური იუანის გარდა სხვა ვალუტაში შეინახოს, უცხოური კომპანიების აქციების ყიდვა – ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტაა.
წყარო: bm.ge