დღეისთვის, რთველის საკოორდინაციო შტაბში 340 ღვინის საწარმოა რეგისტრირებული – სამინისტრო

დღეისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 340 ღვინის საწარმო, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის გადამუშავების პროცესში – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 15 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ასევე დაგაინტერესებთ