კრემლი: დასავლეთის მხრიდან არსებული საფრთხის გამო რუსეთი იძულებულია, რომ საკუთარი ბირთვული დოქტრინა შეცვალოს

რუსეთი ბირთვული დოქტრინის კორექტირებას მოახდენს, რადგანაც და მისი მოკავშირეები ს ფედერაციას ემუქრებიან და მის ინტერესებს ყურადღებას არ აქცევენ. ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბირთვული დოქტრინის შეცვლა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს ეხება, რაც დასავლეთის მხრიდან უკრაინის მზარდ დახმარებას უკავშირდება.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, აშშ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ანგრევს, რომელიც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა.

პესკოვი ამბობს, რომ დასავლეთმა რუსეთთან დიალოგზე უარი განაცხადა, უტევს მის უსაფრთხოების ინტერესებს და ში ომს ამწვავებს.

„აშშ არის დაძაბულობის ესკალაციის პროცესის ძირითადი ორგანიზატორი“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, ბირთვული დოქტრინის გადახედვა საწყის ეტაპზეა. პესკოვი ამბობს, რომ დღევანდელი დაძაბულობა გაანალიზებული იქნება და მისი გათვალისწინებით დოქტრინის კორექტირება მოხდება.

დღეს არსებული ბირთვული დოქტრინის მიხედვით, რომელიც ს 2020 წლის ბრძანებულებით არის განსაზღვრული, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მის წინააღმდეგ მტრის მიერ ბირთვული შეტევის  ან უბრალო შეიარაღებით შეტევის განხორციელებისას შეუძლია, თუ ეს შეტევა სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს უქმნის.

აშშ-ის მეცნიერების ფედერაციის ცნობით, აშშ და რუსეთი მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების მქონე უმსხვილესი ქვეყნებია, ისინი მსოფლიო ბირთვული არსენალის 88%-ს ფლობენ. ბირთვული იარაღის მუდმივი მოდერნიზაცია ხდება. პარალელურად, ბირთვულ არსენალს აძლიერებს ჩინეთი, რაც ძალზე სწრაფი ტემპებით ხდება.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაზე მასშტაბური კონფრონტაცია შექმნა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ, თანაც ორივე მხარე აცხადებს, რომ დამარცხების უფლება არ აქვს“, – წერს Reuters.