ემანუელ მაკრონი – ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება

ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
როგორც მაკრონმა განაცხადა, „სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის „მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან „სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა“.
„თუ ეს [„ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.
მან ისრაელის მთავრობას მოუწოდა ამ ბრძოლაში „თავისი მიზანი დააზუსტოს“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა „გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს „ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…