ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:
“რაც შეეხება მოედანს, იმედს გამოვთქვამ, წვიმა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ მოახდენს. საქართველოსთან მატჩს სერიოზულად ვუდგებით და ამავდროულად, დიდი მოლოდინები გვაქვს.
შემადგენლობა ობიექტურად შევარჩიეთ. ვაფასებთ იმ დამოკიდებულელებს, რაც ქართველ ჟურნალისტებსა თუ გულშემატკივრებს ჩვენ მიმართ აქვთ. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, ჩვენ მიზნებს რამდენად შევასრულებთ”.