საქართველოს რუსეთში ღვინის 75% გააქვს, მოლდოვას – 5%

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს, რომ 2000 წელს საქართველომ და მოლდოვამ თავიანთი ღვინის ექსპორტის დაახლოებით 80% რუსეთში გაიტანეს. 2006 წელს კი ორივე სახელმწიფოს რუსეთმა ემბარგო დაუწესა. ქართულ ღვინოზე აკრძალვა 2013 წლამდე გაგრძელდა. მოლდოვის ღვინო კი ს ბაზარზე ერთი წლის შემდეგ დაუშვეს. მოლდოვისთვის მეორე აკრძალვა 2013 წელს მოხდა. შედეგად მივიღეთ, რომ 2023 წელს საქართველო ისევ ს ბაზარზე იყო დამოკიდებული (2023 წელს ქართული ღვინის ექსპორტის 65%-ზე მეტი კვლავ რუსეთში გავიდა), მოლდოვა კი თითქმის მთლიანად ჩამოშორდა რუსეთის ბაზარს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია რუსეთის ბაზარზე 2000-დან 2023 – წლამდე ექსპორტირებული მოლდავური და ქართული ღვინო:
2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ის ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომს მოჰყვა უკრაინის ბაზრის თითქმის მთლიანად დაკარგვა, რამაც რუსეთის ბაზარზე ქართული მსხვილი მარნების დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზარდა. კაპიტალის კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვარ–მაისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 52%-ით გაიზარდა და ამ პროდუქტის მთლიანი ექსპორტის 75% შეადგინა.
ბოლო წლებში რუსეთში ღვინის გაყიდვების ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ რუსეთმა ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებულად დიდი აქციზი დაუწესა. ამან ქართულ ღვინოზე, რომელსაც „არამეგობრული ქვეყნების“ მიმართ გატარებული ზომები არ შეხებია, მოთხოვნა გაზარდა.
ს თანახმად, 2024-2025 წლებში მოსალოდნელია რუბლის გაუფასურება დოლარის მიმართ. გარდა იმისა, რომ გაუფასურება იწვევს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებას ან ხარჯვითი პრეფერენციების ცვლილებას, ის რუსეთში ზრდის სავალუტო რისკებს იმპორტიორი კომპანიებისთვის.
ს მტკიცებით, ქართული ღვინის ინდუსტრია უკანასკნელი სამი წლის მანძილზე 1-6 პროცენტის ფარგლებში იზრდება. 2024 წელს ზრდა 5%-ს შეადგენს. ზრდის ძირითადი წყარო იქნება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა და ადგილობრივი მოხმარების მატება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის ფონზე.
gbc.ge

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }