ნურსულთან ნაზარბაევმა მემუარებში აღიარა, რომ მეორე ოჯახი ჰყავს

ყაზახეთში ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მემუარები ჩემი „ცხოვრება გამოიცა“, სადაც ნაზარბაევმა პირველად აღიარა, რომ პირველი ქორწინების პარალელურად მეორე ოჯახი ჰყავს. მისი მეორე ცოლი 1999 წლის მის ყაზახეთი ასელ ისაბაევაა. მასთან ყოფილ პრეზიდენტს 2 ვაჟი ჰყავს.
„ერთხელ ტალდიკორგანში წავედი. სახელმწიფოს მეთაურს, რეგიონებში სამუშაო ვიზიტისას, თვითმფრინავის ტრაპთან ყველაზე გამორჩეულ გოგონებს ახვედრებენ. ქალიშვილი, რომელმაც აეროპორტში ყვავილები მომართვა წარმოუდგენლად ლამაზი იყო. მე დიდი ხნით დამამახსოვრდა ლამაზმანი ცეცხლოვანი მზერითა და ნატიფი სხეულით”, – იხსენებს ისაბაევასთან პირველ შეხვედრას ნაზარბაევი.
ნაზარბაევის თქმით მათ მუსლიმური წესით იქორწინეს. ცოლ-ქმარს შორის ასაკში სხვაობა 40 წელია. ოფიციალურად მისი ცოლი დღემდე სარა ნაზარბაევაა, რომელთანაც ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს სამი ქალიშვილი ჰყავს.