PIF და Ardian ჰითროუს აქციების 10% და 15%-ს ყიდულობენ – FT

ინფრასტრუქტურული ჯგუფი Ferrovial, ლონდონის ჰითროუს აეროპორტის დედა კომპანიაში, თავის 25%-იან წილს – 2,4 მილიარდ გირვანქად (3 მილიარდი დოლარი) ყიდის. ამის შესახებ Financial Times კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ამრიგად, ს სუვერენული საინვესტიციო ფონდი (PIF) შეისყიდის კომპანიის აქციების 10%-ს 1 მილიარდ გირვანქად (დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარად), ხოლო Ardian, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ფირმა, შეიძენს 15%-ს.
Ferrovial Airports-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკ ბუგეჯამ თქვა, რომ კომპანიამ ხელი შეუწყო ჰითროუს ტრანსფორმაციას 12 მილიარდი გირვანქის ინვესტიციით აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში მეორე ტერმინალის მშენებლობისა და პორტის ოპერატიული მუშაობის გაუმჯობესების გზით. ჯგუფის საწყისი წილი ჰითროუში შეადგენდა 56%-ს, მაგრამ 2013 წლისთვის მან ეს მაჩვენებელი 25%-მდე შეამცირა.
საუდის PIF, რომელსაც 700 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივები აქვს საუდის არაბეთის ნავთობის წყალობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სუვერენული სიმდიდრის ფონდია, რომელიც ინვესტირებას ახდენს ყველაფერში, ელექტრო მანქანების მწარმოებლებიდან სათამაშო ტექნოლოგიებით და გოლფამდე.
ამავდროულად, Ardian არის წამყვანი ინფრასტრუქტურის მოთამაშე და დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სატრანსპორტო აქტივებში, მათ შორის აეროპორტებში მთელს ევროპაში და ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებს საფრანგეთში.
Ferrovial-ის აეროპორტის ბიზნესი შეადგენს მისი შემოსავლის დაახლოებით 30% პროცენტს. ჯგუფი ფლობს ბრიტანული აეროპორტების აბერდინის, გლაზგოს და საუთჰემპტონის 50%-ს, თურქეთის დალამანის აეროპორტის 60%-ს, ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტის პირველი ტერმინალის 49%-ს.