ირაკლი კობახიძე – მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება – რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, წმინდა წყლის ტყუილია – ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „წმინდა წყლის ტყუილს“ უწოდებს სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ საქართველოში გამართულ შეხვედრაზე -ს „კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა“.
კობახიძის თქმით, მსგავსი რამ არ უთქვამს.
„სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება. რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს შეხვედრაზე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, National Journal-თან ინტერვიუში, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში 9-11 აგვისტოს გამართული ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ კობახიძის თხოვნა იყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტოს, „რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“.

ასევე დაგაინტერესებთ